მედალიონი: წმინდა გიორგი
მენიუ
GEO

მედალიონი: წმინდა გიორგი

ყველაზე გულწრფელი ლოცვა ისაა, რომელსაც ხმამაღლა არ ვამბობთ.

ამ მედალიონს ორი მხარე აქვს: ერთი სამყაროსთვის, სადაც წმინდა გიორგის გამოსახულება ბოროტზე გამარჯვების სიმბოლოა. და მეორე მხოლოდ შენთვის.

ზუსტად იქ, სადაც ვერცხლი გულს ეხება, ასომთავრულით ამოტვიფრული ვედრებაა. ძველი, მკაცრი და ძლიერი ქართული ასოები, რომლებიც კანზე შეხებისას მუდმივად გახსენებს, რომ მარტო არ ხარ.

„დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“

ატარე, როგორც მფარველი ძალა, ან აჩუქე მას, ვისი კეთილდღეობაც შენთვის ყველაზე ძვირფასია.

მასალა: ვერცხლი 925 სინჯი. დამზადებულია სიყვარულით „ლამარიასგან“