ჩვენს შესახებ
ლამარია - ოცნება, რომელიც თაობებმა აიხდინეს
ყველაფერი ერთი სიყვარულის ისტორიით და ერთი აუხდენელი სურვილით დაიწყო...
ჩვენი ბრენდის მუზა და მთავარი გმირი ქალბატონი ლამარაა - ჩვენი ბებია. ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება სიყვარულსა და ზრუნვაში გაატარა, თუმცა გულის კუნჭულში ყოველთვის ჰქონდა ერთი პატარა სევდა.
მთელი ცხოვრება ოცნებობდა საქორწინო ბეჭედზე, რომლის ჩუქებაც მისმა მეუღლემ, ცხოვრებისეული სირთულეების გამო, თავის დროზე ვერ შეძლო. წლები გადიოდა, სიყვარული ძლიერდებოდა, მაგრამ ბეჭდის ადგილი თითზე ცარიელი რჩებოდა.
ჩვენ, მისმა შვილიშვილებმა, ვიცოდით ამ ჩუმად ნატარები ოცნების შესახებ. და როცა გავიზარდეთ, გადავწყვიტეთ, არა უბრალოდ ბეჭედი გვეჩუქებინა, არამედ შეგვექმნა მთელი სამყარო, რომელიც მის სახელს ატარებდა.
ასე დაიბადა „ლამარია“.
ჩვენ ბებიას ვაჩუქეთ ის ნანატრი ბეჭედი და მასთან ერთად - საიუველირო ბრენდი, რომელიც დღეს უკვე ათასობით ადამიანს ანიჭებს ბედნიერებას. ბებიას ცრემლნარევი ღიმილი და უსაზღვრო ბედნიერება გახდა ჩვენი მთავარი მოტივაცია.
დღეს „ლამარია“ არ არის მხოლოდ სამკაული. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ოცნებები არასდროს ძველდება. ეს არის კავშირი თაობებს შორის, პატივისცემა ტრადიციებისადმი და სიყვარული, რომელიც დროს ამარცხებს.
როცა თქვენ „ლამარიას“ სამკაულს ატარებთ, თქვენ ატარებთ ამ დიდი სიყვარულის ნაწილს. ❤️